HR hub-ის რიგით მეშვიდე ღონისძიების პირველი მენტორი ცნობილია

ქეთი სხირტლაძე5 ივნისს HR hub – ის რიგით მეშვიდე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …

HR hub – ის შეხვედრა ამჯერად საგურამოში, გურამიშვილების მარანში გაიმართება.

მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეშვიდე ღონისძიების პირველი მენტორი: ქეთი სხირტლაძე

ქეთი საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანია EY Georgia – ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

თემა: “თანამშრომელთა შერჩევა – განვითარება – EY”

თემის მოკლე აღწერა – ქეთი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა:

  1. თანამშრომელთა შერჩევა
  2. პროფესიული განვითარება
  3. შეფასების სისტემები
  4. EY – საერთაშორისო გამოცდილება

EY“EY არის მსოფლიო ლიდერი აუდიტორული, საგადასახადო, ტრანსაქციული და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმის სიღრმისეული ცოდნითა და მომსახურების მაღალი ხარისხით ხელს ვუწყობთ ნდობის გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენ ვაყალიბებთ გამორჩეულ ლიდერებს, რომლებიც ასრულებენ ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ აღებულ ვალდებულებებს. ამით ჩვენ უდიდესი წვლილი შეგვაქვს ჩვენი თანამშრომლების, კლიენტების და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაში. www.ey.com ”

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.

გელოდებით 5 ივნისს HR hub – ში!

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap