სტაჟირების პროგრამების ხარისხის კვლევა ქალაქ თბილისში – კონფერენცია

ირაკლი სტაჟირების კვლევა თვილისშიმსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჯგუფი ,,ახალგაზრდული ხმები – საქართველო“ ორშაბათს, 30 მაისს 11:00 სთ-ზე სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ მართავს კონფერენციას:
,,სტაჟირების პროგრამების ხარისხის კვლევა ქალაქ თბილისში”
კვლევა მოიცავს თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტს და შესრულებულია კვლეევითი კომპანია ,,ACT”-ის მიერ 2015 წელს.

მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჯგუფი კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იწვევს ახალგაზრდულ მუშაკებს. ასევე, კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანური რესურსების (HR) მართვის მენეჯერებს.

ღონისძიებაზე განხილული იქნება სტაჟიორებთან მუშაობის წარმატებები, გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია ,,PH-International”-ის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციები  სტაჟირების შესახებ.

სტაჟირების კვლევის კონფერენცია გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს 11:00 სთ-ზე სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“. ღონისძიების პარტნიორია სტუდენტური დასაქმების პორტალი www.studentjob.ge  და HR hub.

კონფერენცია კიდევ ერთხელ განამტკიცებს მოსაზრებას, რომ  აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ქმედებების განხორციელება, რადგან კარგი სტაჟიორი დღეს ნიშნავს პროფესიონალ კადრს ხვალ.
,,ახალგაზრდული ხმები – საქართველო“
მსოფლიო ბანკი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: youthvoicesgeorgia@gmail.com

+995 592 23 07 47 ელენე გაჩეჩილაძე
+995 555 05 10 10 მელანო დურმიშიძე

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap