Monthly Archives: May 2016

სტაჟირების პროგრამების ხარისხის კვლევა ქალაქ თბილისში – კონფერენცია

მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჯგუფი ,,ახალგაზრდული ხმები - საქართველო“ ორშაბათს, 30 მაისს 11:00 სთ-ზე სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ მართავს კონფერენციას: ,,სტაჟირების პროგრამების ხარისხის კვლევა ქალაქ თბილისში” კვლევა მოიცავს თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტს და შესრულებულია კვლეევითი კომპანია ,,ACT”-ის მიერ 2015 წელს. მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჯგუფი კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იწვევს ახალგაზრდულ მუშაკებს. ასევე, კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანური რესურსების (HR) მართვის მენეჯერებს. ღონისძიებაზე განხილული იქნება სტაჟიორებთან მუშაობის წარმატებები, გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია ,,PH-International”-ის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციები  სტაჟირების შესახებ. სტაჟირების კვლევის კონფერენცია გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს 11:00 სთ-ზე სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“. ღონისძიების პარტნიორია სტუდენტური დასაქმების პორტალი www.studentjob.ge  და HR hub. კონფერენცია კიდევ ერთხელ განამტკიცებს მოსაზრებას, რომ  აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ქმედებების განხორციელება, რადგან კარგი სტაჟიორი დღეს ნიშნავს პროფესიონალ კადრს ხვალ. ,,ახალგაზრდული ხმები - საქართველო“ მსოფლიო ბანკი საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: youthvoicesgeorgia@gmail.com +995 592 23 07 47 ელენე გაჩეჩილაძე +995 555 05 10 10 მელანო დურმიშიძე

Read More

HR hub – ის რიგით მეშვიდე ღონისძიენა 5 ივნისს გაიმართება

5 ივნისს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეშვიდე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას "გურამიშვილის მარანი" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.   მოწვეული მენტორები იქნებიან:   1. ქეთი სხირტლაძე – EY Georgia - ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “თანამშრომელთა შერჩევა - განვითარება EY”. დეტალები აქ: http://goo.gl/XZKqO2 2. თამარ ბაბუხადია – ეისითის საქართველოს ბიზნეს კვლევების დირექტორი, ეისითი ყაზახეთისა და GROWIN – ის თანა-დამფუძნებელი. სწავლობდა Erickson Coaching International – ში. თემა: “ქოუჩინგი - მრთვის ახალი სტილი”. დეტალები აქ: http://goo.gl/fwSXuI   HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 5 ივნისს 13:00, საგურამოში "გურამიშვილის მარანში", რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! გელოდებით!   თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 6. HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება - http://goo.gl/kMwc52 5. HR hub –…

Read More

HR hub-ის რიგით მეშვიდე ღონისძიების მეორე მენტორი ცნობილია

5 ივნისს HR hub – ის რიგით მეშვიდე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი … HR hub - ის შეხვედრა ამჯერად საგურამოში, "გურამიშვილის მარანში"  გაიმართება. მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეშვიდე ღონისძიების მეორე  მენტორი: თამარ ბაბუხადია, ეისითის საქართველოს ბიზნეს კვლევების დირექტორი, ეისითი ყაზახეთისა და Growin - ის თანადამფუძნებელი. თამარი სწავლობდა Erickson Coaching International - ში. თემა: “ქოუჩინგი - მართვის თანამედროვე სტილი” თემის მოკლე აღწერა – თამარი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: ქოუჩინგ ტექნიკების ნაკრები (მოტივაცია, მუშაობა ღირებულებებთან, ჯგუფური ქოუჩინგი, თიმ ბილდინგი ...) ქოუჩინგი, როგორც ხელმძღვანელობის სტილი რა უნდა იცოდეს მენეჯერმა ქოუჩინგის გამოყენების დროს როგორ დავინახოთ და განავითაროთ თანამშრომელთა სამუშაო პოტენციალი "ეისითი კვლევითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2002 წელს საქართველოში და 2008 წლიდან ადგილობრივი კვლევითი ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. ეისითის წარმატება ეფუძნება მის ძირითად ღირებულებებს, – ხარისხზე, განვითარებაზე და შედეგზე ორიენტაციას. " ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის. გელოდებით 5 ივნისს HR hub - ში!

Read More

HR hub-ის რიგით მეშვიდე ღონისძიების პირველი მენტორი ცნობილია

5 ივნისს HR hub – ის რიგით მეშვიდე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი … HR hub - ის შეხვედრა ამჯერად საგურამოში, გურამიშვილების მარანში გაიმართება. მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეშვიდე ღონისძიების პირველი მენტორი: ქეთი სხირტლაძე ქეთი საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანია EY Georgia - ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. თემა: “თანამშრომელთა შერჩევა - განვითარება - EY” თემის მოკლე აღწერა – ქეთი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: თანამშრომელთა შერჩევა პროფესიული განვითარება შეფასების სისტემები EY - საერთაშორისო გამოცდილება "EY არის მსოფლიო ლიდერი აუდიტორული, საგადასახადო, ტრანსაქციული და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმის სიღრმისეული ცოდნითა და მომსახურების მაღალი ხარისხით ხელს ვუწყობთ ნდობის გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენ ვაყალიბებთ გამორჩეულ ლიდერებს, რომლებიც ასრულებენ ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ აღებულ ვალდებულებებს. ამით ჩვენ უდიდესი წვლილი შეგვაქვს ჩვენი თანამშრომლების, კლიენტების და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაში. www.ey.com " ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის. გელოდებით 5 ივნისს HR hub - ში!

Read More

💙 2020 studentjob.ge