HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება 23 აპრილს გაიმართება

ნინა ზურა23 აპრილს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეექვსე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო “ციტრუსი”  უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.

მოწვეული მენტორები იქნებიან:

1. ნინა ბართაია – “აჭარა ჯგუფის”  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “HR – ის როლი კომპანიის წარმატებაში”.
 2. ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი. თემა: “სტრესის გამომწვვი მიზეზები ორგანიზაციაში”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 23 აპრილს  11:00, სასტუმრო ”ციტრუსში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე:
5. HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება – http://goo.gl/UiIkcS
4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j
3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi
2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl
1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg
« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap