“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხვედრა გოჩა რატიანთან

logo1
26 აპრილს  19:00  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეოთხე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი – მოადგილე გოჩა რატიანი იყო.

გოჩა რატიანი საქართველოს დაზვერვის სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობს. მას აქვს სხვადასხვა სპეცსამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის დირექტორი, საქართველოს საელჩო აშშ-ი – მშოთა რატიანი ჩმი პროფესია პრაქტიკაშირჩეველი.

აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, სპეცდანიშნულების ძალებსა და სამხედრო დაზვერვაში.

დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემია, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯი, აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების მენეჯმენტის კოლეჯი, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა.

ბატონმა გოჩამ ისაუბრა  ისეთ საკითხებზე როგორიცაა  წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებობები დაზვერვის სამსახურში, პატრიოტიზმი. ასევე ისაუბრა რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი მოტივატორია სტუდენტებისთვის. მათ გაიგეს მეტი პროფესიის 9პრაქტიკული მხარეების შესახებ.

“ჩვენ ვეძებთ ღირსეულ ადამიანებს მათ, ვისაც აქვს ამბიცია და შესწევს უნარი გახდეს ერთერთი ჩვენგანი.

ჩვენ ველით პროფესიონალებსმათ, ვისაც  საკუთარი ცოდნისგამოცდილებისა  და შესაძლებლობების ქვეყნის სამსახურში უაგაროდ გამოყენება შეუძლია. “

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე სტუმრის პოზიცია გაგეგოთ და ასევე რჩევები მიეღოთ მომავალი საქმიანობისთვის.

პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.

შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება.

შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იყო შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret

მისამართი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“)

დეტალები პროექტის წინა ღონისძიებების  შესახებ “ჩემი პროფესია პრაქტიკაში”:

პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR

მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – გიორგი იაშვილი:http://goo.gl/DmAao7

მესამე შეხვედრა – ადვოკატი დიმიტრი გაბუნია: http://goo.gl/nyeFZJ 

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap