რჩევები ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასგან

1 აპრილს 19:00  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მესამე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახლდათ.

9შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბატონმა დიმიტრიმ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები შეხვდა. „იმისთვის, რომ ადვოკატი იყო ასეთად უნდა დაიბადო“- თქვა გაბუნიამ. მისი თქმით, შინაგანად უნდა იყო ადვოკატი, სხვანაირად შეუძლებელია ამ პროფესიით იმუშაო.

დიმიტრი გაბუნიამ სტუდენტებთან შეხვედრისას  ისაუბრა იმაზე, რომ ადვოკატობა საკმაოდ რთული პროფესიაა. „შენ გაბარია ადამიანის ბედი და არ გაქვს უფლება დაუშვა შეცდომა. თუმცა ამ პროფესიას მოაქვს ძალიან დიდი ადრენალინი. უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დაცვა ყველაფერზე მეტია“.

ბატონმა დიმიტრიმ აუდიტორიას ადვოკატისთვის და ზოგადად წარმატებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარა. ზოგადი განათლება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მობილიზებულობა – ეს ის მცირე ჩამონათვალია რაზეც მან ისაუბრა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ,   რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მას პროფესიაში წარმატების მისაღწევად.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:10

  • იყავით უბრალო;
  • ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ;
  • სულ სიახლის ძიებაში უნდა იყოთ;
  • იყავით ის რაც ხართ;
  • უნდა იყოთ მიმწოლი;
  • გულთან ახლოს არ მიიტანოთ არაფერი;
  • აუცილებელია შეგეძლოთ აუდიტორიასთან ურთიერთობა და საჯაროდ გამოსვლა;
  • უნდა გქონდეთ იმპროვიზაციის უნარი;
  • უნდა იცოდეთ როგორ წააგოთ. წაგების გარეშე მოგების ფასს ვერ გაიგებთ;
  • ვინც არ უნდა იყოს თქვენი მოწინააღმდეგე გახსოვდეთ, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და ნუ დაკომპლექსდებით;
  • არავითარ შემთხვევაში არ მოატყუოთ დამკვეთი;
  • იყავით თავისუფლები;
  • წარმატებას ყოველთვის თან სდევს არაკეთილმოსურნეთა მატება შენს გარშემო. ყველასთვის კარგი და სასურველი ვერ იქნები. ცუდის მთქმელი იქნება ძალიან ბევრი. ისწავლეთ იგნორის გაკეთება;

შეხვედრის ბოლოს დიმიტრი გაბუანიამ აუდიტორიის  შეკითხვებს უპასუხა.

პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.

Studentjob.ge მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას, რომელიც წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება.

 

პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR

მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – გიორგი იაშვილი:http://goo.gl/DmAao7

#ჩემიპროფესიაპრქტიკაში

 

 

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap