Studentjob.ge-ის ინიციატივით ახალი პროექტი იწყება!

დავით წიკლაური 5Studentjob.ge-ის ინიციატივით და ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება!

პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მისი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.
შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება.

პროექტის “ჩვენი პროფესია პრაქტიკაში” პირველი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. პირველი სპიკერი კი TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური გახლავთ.

“დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი, 33 წლის დავით წიკლაური თიბისი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტია.

უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ის ლონდონში, “დოიჩე ბანკის” კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. თუმცა, მისი საბანკო გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს, სწორედ თიბისი ბანკში დაიწყო. მას ლონდონის ბიზნეს სკოლის MBA ხარისხი აქვს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი მუშაობა “დოიჩე ბანკში” დაიწყო.

“ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და სხვისი კარგი. როცა მესმის, რომ ვიღაც რაღაცას კარგად აკეთებს და წარმატებას აღწევს, ეს სიამოვნებას მანიჭებს” – დავით წიკლაური.

მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ!

შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“)

« »
💙 2020 studentjob.ge