შეხვედრა გიორგი იაშვილთან – “ჩემი პროფესია პრაქტიკაში”

გიორგი იაშვილი 15 მარტი25 მარტს 19:00  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეორე შეხვედრა გაიმართება, სპიკერი “ეროვნული ბანკის” ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იქნება.

გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია.
მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში IT ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.
2014-2015 წლებში სწავლობდა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე.

ის სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.
გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST).

დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია:
1) “სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით” (თსუ, საქართველო)
2) “Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems” (Cardiff University, UK) . ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე.

2009 წლიდან ის არის ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი.
გარდა ამისა, ის გახლავთ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) ახალგაზრდული გაერთიანების Global Shapers Community-ის თბილისის წარმომადგენლობის კურატორი.

მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ!

შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret

ღონისძიების მხარდამჭერია “წიგნის სახლი ბახრტიონზე”.

პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მისი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.
შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება.

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“)

« »
💙 2020 studentjob.ge