თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

19 მარტს HR hub – ის რიგით მეხუთე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …

მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეხუთე ღონისძიების მეორე მენტორი: თინათინ ბონი

თინათინი ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მუშაობდა PepsiCo International – სა და EFES – შიც. არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs).

თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”

თემის მოკლე აღწერა – თინათინ ბონი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა:

  1. რა არის დამსაქმებლის ბრენდინგი და რა როლი აქვს ამაში HR მენეჯერს?
  2. როგორ იგეგმება ბრენდინგისთბის საჭირო ხარჯები წლიური გეგმის შექმნის დროს და როგორ ვითვლით ამონაგებს ინვესტიციიდან?
  3. აქვს თუ არა დამსაქმებლის ბრენდინგს გავლენა ფსიქოლოგიურ კონტრაქტზე?

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap