HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება 30 იანვარს გაიმართა

30 იანვარს, „შატო მუხრანის სასახლეში“ HR hub–ის ოფიციალური წევრებისთვის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას კომპანია “შატო მუხრანმა” უმასპინძლა. დასწრება მხოლოდ კლუბის წევრებისთვის იყო შესაძლებელი.HR hub saerto

ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა:
1. ნინო გაჩეჩილაძე – TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის”.
2. პაპუნა ბარათაშვილი – ფინანსთა სამინისტრო აკადემია. თემა: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”.

ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. დასასრულს HR hub-მა გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა წევრებისთვის და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მათგან შემდეგი ღონისძიების მესამე მენტორი გამოავლინა. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ირმა მიქაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც HR hub-ის მეხუთე ღონისძიებაზე მენტორის სახით წარსდგება.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებაც გადადით ამ ლინკზე: http://goo.gl/El0Jxp

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap