studentjob.ge – გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

studentjob.ge – გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!
 
ჰოდა ვიწყებდით ასე …
 
Christmas background with white snowflake on blue background

Studentjob.ge

2015 წლის მარტში გაგვიჩნდა იდეა. გვინდოდა გაგვეკეთებინა ვებ – გვერდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტურ დასაქმებაზე იქნებოდა ორიენტირებული. იმ დროს ჩვენი ერთადერთი რესურსი იყო იდეა. დავუკავშირდით ვებ – პროგრამისტს და დავიწყეთ … ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რომ ვებ – გვერდი სტუდენტებსა და დამსაქმებლებზე მაქსიმალურად
\ორიენტირებული ყოფილიყო. თითქმის 1 თვეში შევძელით ჩამოყალიბება და აწყობა იმის, რასაც დღეს studentjob.ge ჰქვია. ვებ – გვერდი სულ მალე პოპულარული გახდა და ძალიან ბევრ სტუდენტსა და დამსაქმებელს
მასპინძლობს. ჩვენი მისიაა სტუდენტებს სამსახურის ძებნის პროცესი გავუმარტივოთ.

დღეს ჩვენი ვებ – გვერდი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან და ამით ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია. ჩვენ გავამარტივეთ კომუნიკაცია მათ შორის.
 
ძალიან მალე, 1 თვეში studentjob.ge – ის მოჰყვა HR hub, რომლის მიზანიც HR სფეროს განვითარება, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების გაერთიანება, ცოდნის, გამოცდლებისა და იდეების გაზიარება, HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა.
გაზაფხულზე studentjob.ge 1 წლის ხდება. ჩვენი მთავარი წარმატებაა ის, რომ ვხედავთ სტუდენტები საქმდებიან და კომპანიებიც პოულობენ ახალგაზრდა კაპიტალს, რომელიც შემდგომ მათი კომპანიის წარმატებას, მომავალს ქმნიან.
ჩვენი პროექტებია: Studentjob.ge, HR hub, ” როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას” – http://goo.gl/6IxiG1
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს, მეგობარს და მენტორს! რომელიც ჩვენთან ერთად ქმნის ამ პროექტებს.
 
წინ კიდევ ბევრი იდეა, მიზანი, პროექტი და ამოცანაა.
თქვენ ყველაფერი გამოგივათ!
ჩვენ გვჯერა თქვენი წარმაების!
დიდი მადლობა ჩვენთან ურთიერთობისთვის <3
#studentjobge
#სტუდენტები
#წარმატება
#კარიერა
 
პატივისცემით
Studentjob.ge – ის გუნდი

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap