StudentJob.ge – ის ორგანიზებით ტრენინგი: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას” ჩატარდება

StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევებზე სტუდენტებისთვის  ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს.

სტუდენტური დასაქმების პორტალი –  StudentJob.ge  სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად  საჭირო უნარ – ჩვევების შესახებ   2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს.

ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა.
სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ტრენინგს გაუძღვება ანი გაგუა, რომელსაც HR სფეროში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ტრენინგზე/სემინარზე დასწრება შეუძლიათ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრაციას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით გაივლიან. ადგილები შეზღუდულია და ამჯერად მხოლოდ 20 სტუდენტი შეძლებს ტრენინგზე დასწრებას. ტრენინგი 28 და 29 სექტემბერს  (11:00 – 19:00) თავისუფალ უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გადადით აქ: https://goo.gl/OXpuCB

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap