HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება 25 სექტემბერს გაიმართება

25 სექტემბერს კლუბი HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე.

HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 25 სექტემბრისთვის აანონსებს.

მოწვეული მენტორები იქნებიან:

  1. ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა.
  2. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში
  3. ეკატერინე ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can

შეხვედრა გაიმართება 25 სექტემბერს 19:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap