StudentJob.ge – იმ სტუდენტებისთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

StudentJob.ge – ის ორგანიზებით 28 სექტემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”.

ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა.
სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ტრენინგს გაუძღვა ანი გაგუა, რომელსაც HR სფეროში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ტრენინგი 28 სექტემბერს  (11:00 – 19:00) თავისუფალ უნივრისტეტში ჩატარდეა, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია.

დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. მსგავსი ტიპის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველი შეძლებს მასზე დასწრებას.

« »
💙 2020 studentjob.ge