Studentjob.ge – ის ორგანიზებით ჯეოლაბის კურდამთავრებულებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის შეხვედრა გაიმართება

ორშაბათს,  24 აგვისტოს   Studentjob.ge – ის ორგანიზებით ჯეოლაბის კურდამთავრებულებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

ჯეოლაბი ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა, სადაც იქმნება  საინტერესო და ინოვაციური პროექტები.

ჯეოლაბის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ITI) სტუდენტები ხუთი სხვადასხვა მიმართულებით სწავლობენ და თითოეული მიმართულების ფარგლებში ეუფლოებიან მათ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას. ეს მიმართულებებია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები, პროგრამული პროექტების მართვა.

ჯეოლაბის  კურსდამთავრებულები ქმნიან პროგრამულ პროდუქტებს, ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინს, აპროექტებენ და მართავენ  პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტებს.

 

ამ შეხვედრაზე ჯეოლაბის კურდამთავრებულები პოტენციურ დამსაქმებლებს წარმოუდგენენ ნამუშევრებს, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებს, პროდუქტებს და პროტოტიპებს. მათ  ეძლევათ  რეალური შანსი ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებელთან,  დასაქმდნენ და მოახდინონ საკუთარი კრეატიული აზროვნების და ტექნიკური უნარ-ჩვევების რეალიზება.

HR მენეჯერებს კი საშუალება მიეცემეთ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებთან, პოტენციურ თანამშრომელბთან. ამ მიმართულებით კადრების მოძიება საკმაოდ რთულია.  ეს შეხვედრა კი ხელს შეუწყობს და დააკავშირებს პოტნციურ დამსაქმებლებს ამ სფეროს პროფესიოანალებთან. StudentJob.ge  გიწვევთ HR მენეჯერებს ამ შეხვედრაზე. მობრძანდით!

ჯეოლაბში შეხვედრა და პროექტების პრეზენტაციები 19:00 საათზე დაიწყება. მისამართი: მერაბ ალექსიძის #8 (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი)

 

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap