გახდი HR hub – ის ოფიციალური წევრი! აპლიკაციების მიღება დაიწყო!

BYსტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა პირველი HR სივრცე ახალგაზრდა HR სპეციალისტებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა.

პირველი ნაკადის აპლიკაციების მიღება დასრულდა 20 მაისს. ხოლო მეორე ნაკადის რეგისტრაცია 2 და 3 ივლისს მიმდინარეობდა. შედეგად კლუბს 190 მსურველიდან 76 ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub – ში ახალი ნაკადის რეგისტრაცია 30 ივლისს დაიწყო, 19:00 გამოქვეყნდა სარეგისტრაციო ლინკი და ყველა მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია დასრულდება 27  აგვისტოს 12:00.

HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება.

კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. მეორე ღონისძიების თარიღსაც მალე დავაანონსებთ.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, HR  სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე.

თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
• ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით;
• იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები;

აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება.

HR hub – ში წევრების მიღება უფასოა.

შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/gHsRxu

11751750_1435476346779361_5844059717368892748_n

 

HR hub – ის პირველი ღონისძიება, 9 ივლისი 2015 წ

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap