studentjob.ge ქუთაისში დასაქმების ფორუმზეა მიწვეული

ქუთაისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდჭერით, 10 ივლისს დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა.

,,დასაქმების ფორუმი” აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 12:00-18:00 სთ-ზე გაიმართება.

studentjob.ge სიამვნებით ჩაერთო ამ ფორუში. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიები.

ფორუმი ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap