HR hub – ში Google – დან ორი მენტორი გვყავს

Rebecca O'Farrellმსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელები Rebecca O’Farrell და Anam Akhtar  HR hub – ის მენტორები არიან და ვიდეო ზარით ჩაგვერთვებიან გუგლის დუბლინის ოფისიდან. 
ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან.

HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გაAnam Akhtar Googleმოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური …

შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia

BYgoogle_416x416

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap