HR hub – ის მენტორი Google – ის მენეჯერი – Anam Akhtar

Anam Akhtar Googleმსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელი Anam Akhtar  HR hub – ის მენტორია და ვიდეო ზარით ჩაგვერთვება გუგლის დუბლინის ოფისიდან. Anam Akhtar მეორე მენტორია Google -ის HR დეპარტამენტიდან.
ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან.

HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური …

შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia

 

BYgoogle_416x416

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap