სასტუმრო „ტერასა” HR hub – ის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა!

THE TERRACEსასტუმრო „ტერასა” HR hub – ის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა და კლუბის სტუმრებს საკუთარ სივრცეში უმასპინძლებს.

HR hub აერთიანებს HR სფეროში მოღვაწე 20-35 წლის პროფესიონალებს და სტუდენტებს. ამჟამად 170 -ზე მეტი მსურველიდან კლუბს 50 ოფიციალური წევრი ჰყავს.

HR hub – ის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
HR hub – ის ფარგლებში დაგეგმილია კლუბის წევრების პერიოდული შეხვედრა HR სფეროში მოღვაწე ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და საუბარი საინტერესო საერთაშორისო ტენდენციებზე და პრაქტიკულ ქეისებზე.

HR hub – ის გუნდი მოხარულია, რომ ამ ინიციატივას ძალიან მალე გამოეხმაურა სასტუმრო „ტერასა”, რომელიც კლუბის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს.

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap