ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას

Philip Morris Georgia თბილისი

Jobs

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
– მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს (როგორც ქალებს ასევე კაცებს).
– უკვე არსებულ ახალგაზრდა მეწარმეებს.

კოვიდ-19-ის ეპიდემიიდან გამომდინარე ამ რაუნდის ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.

ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
• როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
• “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნა;
• ბიზნეს პროექტის წერა;
• ფინანსური დაგეგმარება

„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.

➢ 1-ელი დონე შედგება 4 ხუთ საათიანი ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.
➢ მე-2 დონეზე, რომელიც ასევე 4 ხუთ საათიან და ორ 8 საათიან ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პიროვნული განვითარების და პრეზენტაციის უნარებს. მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
➢ მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ შეფასების კომისიასთან;
➢ საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“ დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს.

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2 88 00 45 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“

პროგრამის შესახებ:
USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”.

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ’’, რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში შემოსული 4,228 განაცხადიდან 1,100 ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 328-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 74-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან.’’

ვაკანსიის ID #9383 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას

Thank you! We will get back to you as soon as possible.

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.