PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის მიმართულებით

PepsiCo თბილისი

Jobs

დასახელება: PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 1 ივნისი

ჩვენ ვართ პეპსიკო!

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** ბრენდებისა და პროდუქტების ბაზარზე განვითარების ანალიზი, მომხმარებელთა ქცევის კვლევა
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა სავაჭრო მარკეტინგის სხვადასხვა ინსტრუმენტებით
** ადგილობრივი პრომო-აქციების განხორციელება და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა სავაჭრო წერტილებში

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** ისწავლი დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობას, მარკეტინგული კვლევების ჩატარებას
** შეისწავლი სავაჭრო ობიექტებში პროდუქტების განლაგების პრინციპსა და მომხმარებელთა ქცევას
** შეძლებ გაყიდვების გუნდთან ერთად განახორციელო რეალური კამპანიები ყველაზე ცნობილი ბრენდების განვითარებისთვის

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ეკონომიკის, სოციოლოგიის, მარკეტინგის მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ციფრებთან მუშაობისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ადამიანებზე დაკვირვების სურვილი და ინტერესი მათი ქცევის მიზეზების ძიებისადმი
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

რას გთავაზობთ:

• პეპსიკოს მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას
• ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
• კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას – 1350 ლარი
• წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე

დაინტერესდი?

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ
PepsiCo GO Programs,

გაიარე რეგისტრაცია

და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #9366 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის მიმართულებით

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge