PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით

PepsiCo თბილისი

Jobs

დასახელება: PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 1 ივნისი

ჩვენ ვართ პეპსიკო!

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

გაყიდვები – ეს არის დეპარტამენტი, რომლის მიზანია გაყიდვების სხვადასხვა არხების განვითარება, ჩვენი პროდუქციის წარმოჩენის გაუმჯობესება, კლიენტებთან ურთიერთ-მომგებიანი ურთიერთობების დამყარება, გუნდის წევრთა ცოდნისა და უნარების განვითარება და შესაბამისად გაყიდვების უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** ერთიანი სისტემის ISales დეტალური შესწავლა და მისი შესაძლებლობების გამოყენება, როგორც გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტი:
** სავაჭრო წარმომადგენლების მარშრუტებისა და სავაჭრო გუნდების სტრუქტურის წარმართვა
** სავაჭრო წერტილებში შეკვეთების უწყვეტი შეგროვების უზრუნველყოფა
** სამაცივრე დანადგარებისა და მოწყობილობების მოძრაობა და ოპერატიული აღრიცხვა
** სასაწყობე მარაგების მონიტორინგი
** კლიენტთა მომსახურების კონტროლი
** 1С ERP სისტემაში მუშაობის შესწავლა
** აქტიური მონაწილეობა Business Objective მოდულის დანერგვაში

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** გახდები ISales და 1С ERP სისტემებში მუშაობის ექსპერტი
** გაიგებ გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციის უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ
** მიიღებ გამოცდილებას კლიენტთა ბაზებისა და მარშრუტების მართვაში
** გაზრდი შენს წვლილს ISales სისტემის სრულყოფაში დამატებითი მოდულების დანერგვით

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

რას გთავაზობთ:

• პეპსიკოს მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას
• ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
• კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას – 1350 ლარი
• წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე

დაინტერესდი?

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ
PepsiCo GO Programs,

გაიარე რეგისტრაცია

და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #9365 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა გაყიდვებში ანალიტიკის მიმართულებით

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge