PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა გაყიდვების კომპეტენციების განვითარების მიმართულებით

PepsiCo თბილისი

Jobs

დასახელება: PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა გაყიდვების კომპეტენციების განვითარების მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 1 ივნისი

ჩვენ ვართ პეპსიკო!

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე გაყიდვების კომპეტენციების განვითარების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

გაყიდვების კომპეტენციების განვითარება ორიენტირებულია გაყიდვების გუნდის ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე, რასაც უზრუნველყოფს თანამედროვე ეფექტური სწავლების პლატფორმების შექმნითა და პროცესების, მართვის მეთოდებისა და ინსტრუმენტების სრულყოფის საშუალებით, რათა კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ვითარდებოდეს უფრო სწრაფად, ძლიერად და უკეთესად.

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** პეპსიკოს ევროპული პლატფორმებიდან სასწავლო მასალების თარგმნა ქართულ ენაზე და ადაპტაცია
** პროექტებზე მუშაობა გაყიდვების, სავაჭრო მარკეტინგის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდთან ერთად
** საველე თანამშრომელთა მიერ სამუშაო მეთოდების გამოყენების შემოწმება
** სხვადასხვა კომპეტენციების შეფასებისა და სერთიფიცირების პროცესებში მონაწილეობის მიღება
** ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის ანალიზი, სწავლების შედეგიანობის მონიტორინგი
** გამოცდილ ტრენერებთან და მენეჯერებთან ერთად ტრენინგების ჩატარება

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** მიიღებ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას FMCG სექტორში გაყიდვების მიმართულებით
** გაიგებ მსოფლიო ბაზრების განვითარების უახლეს ტენდენციებსა და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას
** ისწავლი ელექტრონული ტრენინგების პლატფორმების შემნასა და მართვას
** გაეცნობი კომპანია პეპსიკოს გაყიდვების მართვის მეთოდოლოგიას
** მიიღებ პროექტების მართვისა და შეფასებების ჩატარების გამოცდილებას
** გაითავისებ პროფესიონალური ბიზნეს ტრენინგების ჩატარების უნარებს

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

რას გთავაზობთ:

• პეპსიკოს მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას
• ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
• კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას – 1350 ლარი
• წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე

დაინტერესდი?

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ
PepsiCo GO Programs,

გაიარე რეგისტრაცია

და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #9363 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა გაყიდვების კომპეტენციების განვითარების მიმართულებით

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge