დასახელება: PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა ტექნიკური მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 1 ივნისი
ჩვენ ვართ პეპსიკო!
პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.
შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!
არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე ტექნიკური მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
მოკლე აღწერა:
ტექნიკური უზრუნველყოფა – ეს არის დეპარტამენტი, რომლის მთავარი მისიაა საწარმოო პროცესების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა როგორც მექანიკური, ასევე ელექტრო მიმართულებით. მისი მიზანია დაგეგმოს და განახორციელოს წარმოებაში არსებული ყველა მანქანა-დანადგარების დროული და ხარისხიანი მომსახურება საწარმოო პროცესების უწყვეტი და სათანადო ოპერირების უზრუნველსაყოფად.
რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:
** ენერგო-ტექნიკური სამსახურის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა დანახარჯებისა და ენერგორესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
** ენერგეტიკული მოწყობილობებისა და ქსელების მოდერნიზაციის პროგრამების შემუშავება, რომელთა მიზანია ენერგომომარაგების ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდა
** წარმოების ელექტრომოწყობილობების მოხმარების ტექნიკური წესებისა და დაგეგმილ-პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების წლიური გეგმის დაცვა.
** ტექნიკური რეგლამენტისა და სხვა რეგულაციების შესაბამისად საწარმოს ენერგო-ტექნიკური
** ავარიების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პროგრამის დასრულების შემდეგ:
** გაიგებ როგორ იგეგმება ენერგო-ტექნიკური სამსახურის საქმიანობა დანახარჯებისა და ენერგორესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
** გაიგებ როგორ გააკონტროლო ენერგორესურების რაციონალური გამოყენება
** შეძლებ დამოუკიდებლად იმუშაო ნორმატიულ დოკუმენტებზე
** ისწავლი როგორ მუშავდება ენერგეტიკული მოწყობილობებისა და ქსელების მოდერნიზაციის პროგრამები, რომელთა მიზანია ენერგომომარაგების ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას.
** ისწავლი როგორ ხდება ენერგო-მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაცია. მიიღებ ცოდნას შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მიმართულებით
ვის ვეძებთ:
** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ენერგეტიკის მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა
რას გთავაზობთ:
• პეპსიკოს მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას
• ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
• კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას – 1350 ლარი
• წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე
დაინტერესდი?
გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ
PepsiCo GO Programs,
და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
გისურვებთ წარმატებებს!