მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი ტელეკომპანია იმედს!

ტელეკომპანია იმედი თბილისი

Jobs

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: იმედი

კომპანიის შესახებ:

ტელეკომპანია “იმედი” 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. დღეისათვის “იმედი” საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერად ჩამოყალიბდა და მაყურებლის ნდობითა და დიდი ინტერესით სარგებლობს . “იმედი”, უახლესი თაობის ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიას მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით უზრუნველყოფს.ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.პირველად ქართულ ტელესივრცეში, სწორედ “იმედმა” დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. კომპანია მაყურებელს სთავაზობს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და საზღვარგარეთულ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს.

ვაკანტური პოზიციები:

არაანაზღაურებადი სტაჟირება პოზიციებზე:
1. ოპერატორი,
2. მემონტაჟე,
3. სოც-მედიის ოპერატორი .

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

ვაკანსიის ID #9328 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი ტელეკომპანია იმედს!

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge