მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია გრანთ თორნთონს (Grant Thornton)!

გრანთ თორნთონი (Grant Thornton) თბილისი

Jobs

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: გრანთ თორნთონს (Grant Thornton)

კომპანიის შესახებ:

გრანთ თორნთონი (Grant Thornton) მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.
გრანთ თორნთონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 143 ქვეყანაში მუშაობს და ქსელში შემავალ კომპანიებში დღეისათვის 56,000 თანამშრომელია, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ გამორჩეული მომსახურება გაუწიონ კომპანიის კლიენტებს და იყვნენ სასარგებლონი კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
გრანთ თორნთონი საქართველოში პროექტებს ახორციელებს 1999 წლიდან. 2005 წელს დაარსდა გრანთ თორნთონის წარმომადგენლობა საქართველოში.

გრანთ თორნთონის თბილისის და ბათუმის ოფისებში, დღეისათვის 64 ადამიანი მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

– აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურებები;
– ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი;
– ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებები;
– საგადასახადო და იურიდიული სერვისები.

ვაკანტური პოზიციები:

1. აუდიტის ასისტენტი (AA1), (AA2), (AA3)
2. უფროსი აუდიტორი
3. ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის განყოფილებაში

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

ვაკანსიის ID #9306 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია გრანთ თორნთონს (Grant Thornton)!

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge