HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.
წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: არდი დაზღვევა
კომპანიის შესახებ:
ჩვენი მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა, მუდმივად გაუმჯობესებული ხარისხის მომსახურების მიწოდება და შედეგად დაზღვეულთა მრავალწლიანი ლოიალობის მოპოვება.
კომპანიის მისია – ბიზნესის გრძელვადიანობა, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნების შექმნაა.
ჩვენ ვაშენებთ წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე.
ვაკანტური პოზიციები:
1. საცალო გაყიდვების მრჩეველი;
2. ქოლ ცენტრის ოპერატორი;
3. საოპერაციო სპეციალისტი.
გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!