მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია "ციტადელი"

ციტადელი თბილისი

Jobs

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.
წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ციტადელი

კომპანიის შესახებ:

ციტადელის ისტორია 2011 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე.
დღეისათვის, ციტადელი როგორც სამშენებლო მასალების, ისე ტექნიკის
იმპორტიორი კომპანიაა. ციტადელის პრიორიტეტია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მაღალი ხარისხი. სწორედ ამიტომ, კომპანია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: ,,Rockwool“, ,,Sveza“, ,,Peri”, ,,Icopal“, ,,Isover“, ,,Liebherr”, „GocmakSan” ,,Baumak”, ,,Syply”, ,,kreisel”, ,,Paroc”, ,,Kronospan”, ,,Saint-Gobein”, “Bosch” და სხვა.
ციტადელი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სამშენებლო მასალებს: საყალიბე სისტემები, მეტალი, ჰიდროიზოლაცია, თერმო და ხმის იზოლაცია, ფანერები/ფილები და სამშენებლო ტექნიკა. მოცემული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს სამშენებლო სფეროში დადგენილ და მოქმედ სტანდარტებს.

ვაკანტური პოზიციები:

1. სამშენებლო მასალების საგამოფენო დარბაზის “შოურუმის” გაყიდვების კონსულტანტი;
2. სამშენებლო მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი;
3. კორპორატიული გაყიდვების განყოფილების სტაჟიორი;
4. გაყიდვების სტაჟიორი დისტრიბუციის მიმართულებით;
5. კოშკურა ამწის ოპერატორი;
6. კოშკურა ამწის ოპერატორის სტაჟიორი;
7. ელექტროინჟინერი;
8. ინჟინერ-მშენებელი;
9. საინჟინრო განყოფილების სტაჟიორი;
10. იმპორტის მენეჯერი;
11. შესყიდვების განყოფილების სტაჟიორი;
12. ლოგისტიკის მენეჯერი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

ვაკანსიის ID #9053 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია "ციტადელი"

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge