მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია "ექსპო ჯორჯია"

ექსპო ჯორჯია თბილისი

Jobs

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ექსპო ჯორჯია

კომპანიის შესახებ:

„ექსპო ჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ – ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს. საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება.  1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზაცია და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. განახლდა ინფრასტრუქტურა.

„ექსპო ჯორჯია”-ს დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი – ერთის მხრივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში და მეორე მხრივ ქართული ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზრების გახსნა. წლების განმავლობაში, „ექსპო ჯორჯია”-ს ღონისძიებები გადაწყვეტილების მიმღებთათვის გახდა შესანიშნავი პლატფორმა ახალი პროდუქტების შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მომწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოვებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მიიჩნევს „ექსპო ჯორჯია”-ს საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისთვის.

ამჟამამდ „ექსპო ჯორჯია” ორგანიზებას უკეთებს 12 საერთაშორისო გამოფენას და  მრავალ ღონისძიებას.

ვაკანტური პოზიციები:

1. მარკეტინგის მენეჯერი;
2. გაყიდვების მენეჯერი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

ვაკანსიის ID #9049 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია "ექსპო ჯორჯია"

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge