მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია "თეგეტა მოტორსს"

თეგეტა მოტორსი თბილისი

Jobs

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: თეგეტა მოტორსი

კომპანიის შესახებ:

თეგეტა მოტორსი მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 23 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

ვაკანტური პოზიციები:

1. მოლარე-ოპერატორი – კომპანიის ფილიალებსა და სერვის ცენტრში შემოსული მომხმარებლის მომსახურება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების მიხედვით. სხვადასხვა სალარო ოპერაციების წარმოება;
2. სერვისის აღრიცხვის ოპერატორი – სერვისში შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი განაცხადის შევსება. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის შეკეთების პროცესში გაწეული სამუშაოების შესახებ;
3. მიმღები ოპერატორი – სერვისის ტერიტორიაზე შემოსული ავტომობილის დახვედრა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რიგის კონტროლი, წინასწარ ჩაწერილი მომხმარებლისთვის შესაბამისი სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
4. კურიერი – “თეგეტა მოტორსის” ფილიალებში სწრაფი შეკვეთების მოწოდება. სატრანსპორტო საშუალება – მოპედი. აუცილებელი მოთხოვან მართვის მოწმობის A კატეგორია;
5. IFRS ანგარიშგების ოფიცერი – IFRS სტანდარტების ცოდნა; შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები და სხვა) ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.ფასს-ის მოთხოვნების მიხედვით ფინანსური აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა და პერიოდული შემაჯამებელი ფინანსური უწყისების მომზადება;
6. ქოლ-ცენტრის კონსულტანტი (შემომავალი ზარი) – შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების მიხედვით გადამისამართება. ტელეფონის საშუალებით მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა და კომპანიაში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმირება.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

ვაკანსიის ID #9037 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია "თეგეტა მოტორსს"

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge