HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.
წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: დიო
კომპანიის შესახებ:
უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრები, 12 სახეობის ფარდა-ჟალუზები, თანამედროვე /პრაქტიკული მზისგან დამცვი და საჩრდილობელი სისტემები, ავტოფარეხის კარი, ჭიშკრის ავტომატიზაცია – სულ 70-მდე დასახელების პროდუქტი და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება – ეს კომპანია “დიო”-ა.
23 წელია პირველია: “დიო” 1996 წელს დაარსდა, მუდამ ლიდერია ბაზარზე.
ვაკანტური პოზიციები:
გაყიდვების სპეციალისტი;
შესყიდვების სპეციალისტი.
გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!