ადმინისტრატორი

ლონდონ პალასი თბილისი

Jobs

დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ლონდონ პალასი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი

სასტუმრო “ლონდონ პალასი” აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
** სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
** ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
** მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი

მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე londonpalace1@gmail.com და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება ან დაგვიკავშირდით: 577511599 ან 577411488

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #8451 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება ადმინისტრატორი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge