გაყიდვების ტრენინგ ასისტენტი

International Sales Institute - საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი თბილისი

Jobs

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით ჩიკვაიძე
ეძებს გაყიდვების ტრენინგ ასისტენტს.

ადამიანს, რომელიც:

1) იქნება თავისუფალი გრაფიკით და ტრენინგის მიმდინარეობისას დახმარებას გამიწევს.
2) ისწავლის და ნახავს ბევრს + იმ პერსპექტივით რომ სამომავლოდ გარკვეულ თემებში ჩამანაცვლებს.
3) ექნება საინტერესო ცხოვრება და თუ გამიძლებს – მყარი ნერვებიც.

არ უნდა გამომეხმაუროს:

1) ვისაც აქვს გათვლა რომ გაყიდვების ტრენინგებს დაამუღამებს რამოდენიმე თვეში და მერე დიდ ფულს იშოვის.

2) მარტო თრეისი რომ აქვს წაკითხული და ღრმად არის დარწმუნებული რომ გაყიდვების გურუა.

3) აი სადღაც ერთგან რომ ჩაუტარებია ტრენინგი,ოღონდ ვერ იხსენებს სად მაგრამ ზუსტად რომ იცის რომ ძალიან მაგარი გამოუვიდა.

4) წიგნებიდან რომ აქვს ძირითადად ამოკითხული მაგარი ფრაზები + არასამთავრობოში ტრენინგ მოდული ნასწავლი და ზუსტად რომ იცის რომ მომავალი ვარსკვლავია,უბრალოდ ცხოვრებაში რომ არაფერი გაუყიდია.

5) კიდე ერთი თემაა,უბრალოდ ვერ დავწერ და იმას ვერ ვაწყენინებ 😂

ვისთვისაა ეს საქმე სინამდვილეში:

1) ძალიან ვისაც უყვარს გაყიდვები.

2) თავის ნასწავლის სხვაზე გაზიარება რომ უყვარს გულწრფელად და გულით უხარია სხვისი დახმარება.

3) გაყიდვებში არის ნამუშევარი თუნდაც მცირე ხნით ან ძალიან უნდა ეგ საქმე იცოდეს.

4) სხვისი დახმარება და ცოდნის გადაცემა უყვარს და არა ,,ჭკუის დარიგება”

5) არ არის მხოლოდ გამორჩენაზე მყოფი ტიპი და მზად არის ბევრი წვრილმანის კეთებისათვის ( არ ეუხერხულება)

მოკლედ შევეცადე რომ ჩამომეყალიბებინა ხოდა თუ მაინც გაგიჩნდათ რეზუმეს გამოგზავნის სურვილი – ეგერ მეილი david@isi.ge

ვაკანსიის ID #8363 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება გაყიდვების ტრენინგ ასისტენტი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge