საზაფხულო დასაქმება „კარფურში“

კარფური თბილისი

Jobs

დასახელება: საზაფხულო დასაქმება „კარფურში“
მომწოდებელი: კარფური
გამოქვეყნდა: 3 ივლისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
E Mail: recruitment-geo@mafcarrefour.com

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი „Majid Al Futtaim Retail“-ია. კომპანია სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, სადაც 42 000 ადამიანია დასაქმებული.

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

„კარფური“ ამჟამად გთავაზობთ საზაფხულო დასაქმებას და აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა ფილიალში შემდეგ პოზიციებზე:

 ** კონსულტანტი
 ** მოლარე
 ** საწყობის თანამშრომელი
 ** ურიკების მეთვალყურე

გარდა ამისა: თუ გაინტერესებთ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა:

 ** ხორცის დამუშავების სპეციალისტი
 ** თევზის დამუშავების სპეციალისტი
 ** მცხობელი

კომპანია არ ითხოვს გამოცდილებას. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ სამუშაო ადგილზე შეისწავლოთ, დაეუფლოთ აღნიშნულ პროფესიებს და დასაქმდეთ ამ მიმართულებით (სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია).

“Carrefour Georgia” გთავაზობთ:

 ** ანაზღაურებად პირველივე, ტრენინგ დღეს
 ** კონკურენტულ ხელფასს
 ** 8 საათიან სამუშაო დღეს
 ** ტრანსპორტით მომსახურებას (ჰიპერმარკეტებსა და ზოგიერთ სუპერმარკეტში)
 ** წელიწადში 26 დღიან ანაზღაურებად შვებულებას 24-ის ნაცვლად
 ** ოჯახის დაზღვევას კომპანიის მიერ სრული დაფინანსებით
 ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
 ** კარიერულ წინსვლას საერთაშორისო მასშტაბით
 ** მულტინაციონალურ და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულ გარემოს

დასაქმდი ამ ზაფხულს “Carrefour Georgia”-ში და წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში გახდი საერთაშორისო გუნდის მუდმივი წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე : 591 047 012

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ კონკრეტული ვაკანსუტი პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #8357 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება საზაფხულო დასაქმება „კარფურში“

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge