ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში

SPAR Georgia თბილისი

Jobs

დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: SPAR
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი “SPAR”, რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

“SPAR”-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული – მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
“SPAR Georgia” – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრულ განაკვეთზე
ხანგრძლივობა: 3–6თვე

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
• MS Office-ის ცოდნა (Excell–ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა)
• ინგლისური ენის ცოდნა

მოვალეობები:
• კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატების მოზიდვა სხვადასხვა წყაროებით;
• შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
• კანდიდატების ინტერვიუზე დაბარება;
• ინტერვიუების ჩატარება;
• ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე m.kochlamazashvili@spargeorgia.com გთხოვთ, სათაურის ველში – “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „სტაჟირება HR დეპარტმანეტში“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

ვაკანსიის ID #8333 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge