ანაზღაურებადი სტაჟირება

LTB - ელთიბი თბილისი

Jobs

დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 5 ივნისი

კომპანია “ელთიბი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ავეჯის მასალების სამღებრო საწარმოში.

კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

ანაზღაურება: 300 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:

 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მასალის შესაღებად მომზადებისა და შეღებვის ტექნოლოგიური პროცესის შესწავლას;
 სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმებას სამღებრო საწარმოში.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დღეში 6 სამუშაო საათი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ დასახელება – “სტაჟირება სამღებრო საწარმოში“

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #8328 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge