Sales MBA-ს მესამე ნაკადის მიღება დაიწყო, დარეგისტრირდით!

International Sales Institute თბილისი

Jobs

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის http://www.isi.ge პროექტის Sales MBA-ს მესამე ნაკადის მიღებას იწყებს. პროექტი განკუთვნილია 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 6 თვიან სწავლებას (ორ ეტაპად 6-6 შეხვედრა თითოეულ ეტაპზე) გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას. პროექტი სრულად დაფინანსებულია საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის მიერ.

Sales Mba-ზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს “ საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, ჯი არ სი, კრისტალი, ნექსია თიეი და ა.შ.

Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, პალიტრამედია, ჯიარსი და სხვა.
პროექტში მონაწილე კანდიდატები, კონკურსის წესით შეირჩევიან.
აპლიკაციის მიღების პირობები:

• 26 წლამდე ახალგაზრდა.
• მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.
• ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
• სქესს, საცხოვრებელ ადგილს და სასწავლებელს არ აქვს მნიშვნელობა.
• უნდა იყოს სრულწლოვანი.
• უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.

შერჩევა/გასაუბრების ეტაპები

I ეტაპი – რეზუმეების გადარჩევა
II ეტაპი – სატელეფონო გასაუბრება
III ეტაპი – პირისპირ გასაუბრება
IV ეტაპი – ჯგუფური გასაუბრება
V ეტაპი – საბოლოო კანდიდატების შერჩევა და დაბარება

სწავლების პროცესი

სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება კვირა დღეს, 10:00-დან 17:00-მდე.

კურსის მთავარი თემები:
• საცალო გაყიდვები
• კორპორატიული გაყიდვები
• სადისტრიბუციო გაყიდვები
• Business English for Sales

დაინტერესებულმა პირებმა რეზუმეები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@isi.ge

რეზიუმეების მიღება 29 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.

პროექტის დაწყების თარიღია 12 მაისი.

ვაკანსიის ID #8306 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია განცხადება სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება Sales MBA-ს მესამე ნაკადის მიღება დაიწყო, დარეგისტრირდით!

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge