მორიგე ინჟინერი

ქარვა თბილისი

Jobs

დასახელება: მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: ქარვა
გამოქვეყნდა: 8 აპრ / ბოლო ვადა: 8 მაი
ელ.ფოსტა: HR@qarva.com

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB – ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.

Qarva აცხადებს ვაკანსიას მორიგე ინჟინრის თანამდებობაზე

მორიგე ინჟინერი აწარმოებს SilkTV სისტემის მონიტორინგს.

მოვალეობები:
1) IT სისტემის და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი:
a) სერვერების მონიტორინგი – OS Linux (არსებული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით)
b) ოპტიკური და ხვეული წყვილების ქსელის დატვირთვის მონიტორინგი (არსებული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით)
2) IPTV მაუწყებლობის ხარისხის კონტროლი:
3) აღმოჩენილ პრობლემებზე რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების დროულად ინფორმირება
4) პრობლემების Service Desk-ში დაფიქსირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• Microsoft -ის ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
• Unix სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
• ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
• Microsoft -ის საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
• სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
უნარ-ჩვევები/მახასიათებლები:

• დისციპლინირებულობა
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გობრონიძის 12
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.
ანაზღაურება: 500 ლარიდან ზევით, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.

ბენეფიტები:

• პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
• კომფორტული, მეგობრული გარემო
• მხარდამჭერი გუნდი
• მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
• კარგი სადაზღვევო პაკეტი
• ყოველდღიური ლანჩი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #8302 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება მორიგე ინჟინერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge