კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

უნიმედი თბილისი

Jobs

დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 3 მარტი / ბოლო ვადა: 24მარტი
ელ.ფოსტა: cv@unimedi.ge
შპს ’’უნიმედი” არის სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის იმპორტიორი , ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში, დაკომპლექტებული ძლიერი და მოტივირებული პროფესიონალებით. ის უკვე 15 წელზე მეტია , რაც აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და რეალიზებას უწევს ევროპული და ამერიკული წამყვანი ბრენდების პროდუქციას . ’’უნიმედი” გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ვიზიტები კლინიკებში;
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი ანაზღაურება ზრდადია .
ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge

განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 მარტამდე . გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების
ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას დავუკავშირდებით.
’’უნიმედი” გისურვებთ წარმატებებს.

ვაკანსიის ID #8143 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge