არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!

აგროჰაბი • AgroHub თბილისი

Jobs

დასახელება: არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 19 თებ / ბოლო ვადა: 28 თებერვალი (შენზეა დამოკიდებული, თუ სწრაფად გჭირდება სამსახური დააკოპირე ეს ლინკი https://bit.ly/2SdvrGj გახსენი ახალ ბრაუზერში და სწრაფად შეავსე აპლიკაცია)

აგროჰაბში ახალი ამბებია …
ვაკეში ჩვენი ახალი ფილიალი იხსნება …
ჰოდა თუ გჯერა, რომ წარმატებული ადამიანები კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან, მაშინ შეავსე აპლიკაცია და გავისაუბროთ …
რას ვითხოვთ?

• გქონდეს სურვილი და დრო ჩვენთან მოსულ ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარო;
• პროდუქცია სწორ დროს სწორ ადგილას განალაგო;
• იზრუნო პროდუქციის სისუფთავეზე;
• აკონტროლო პროდუქციის ვადები და ამით იზრუნო ადამიანებზე;
• აკონტროლო მარაგები, რომ თაროები სულ სავსე და მზად იყოს მომხმარებლების მისაღებად.

არ ვითხოვთ:

• 25 წლიან გამოცდილებას, როცა ახალგაზრდა ხარ;
• 25 სააათიან სამუშაო გრაფიკს, როცა დღე-ღამეში 24 საათია და თან შეიძლება სწავლობდე;
• 25 რეკომენდატორს;
• 25 საქმის ერთად კეთებას.

რას ისწავლი?

• ადამიანებთან კომუნიკაციას;
• შეიძენ უნარ-ჩვევებს, რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ;
• სწორი რჩევის მიცემას;
• სხვადასხვა სიტუაციაში სწრაფად მოქმედებას;

რაღას უცდი გელოდები, გამოდი გარეთ!!! 🙂

ვაკანსიის ID #8132 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge