IT რეპორტ დეველოპერი

ელიტ ელექტრონიქსი თბილისი

Jobs

დასახელება: IT რეპორტ დეველოპერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 27 იანვარი

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი”, საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსი”-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება: IT რეპორტ დეველოპერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 27 იანვარი, 2019 წელი

კონკურსის ფორმა: ტესტირება და გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

• ERP სისტემიდან რეპორტების ამოღება/მომზადება
• ERP სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნების გარჩევა და ტესტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• ბაკალავრი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
• მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (MS SQL, SSRS)

საჭირო უნარ-ჩვევები:

• დაგეგმვა და ორგანიზება
• ანალიტიკური აზროვნება
• პრობლემური სიტუაციების მართვა
• დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
• ვადების დაცვა
• დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა
• სწავლისა და ათვისების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

ვაკანსიის ID #8108 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება IT რეპორტ დეველოპერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge