მძღოლი

სმარტ ტაქსი თბილისი

Jobs

დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სმარტ ტაქსი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 8 თებ

“სმარტ ტაქსი” არის ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტაქსით მომსახურებას ახალი, გამართული, ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, რაც გამოიხატება შემდეგში:

** კომპანიის ავტოპარკი შედგება 2010 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილებისგან.
** ყველა ავტომობილი აღჭურვილია, თანამედროვე ტექნოლოგიებით: მობილურის დამტენი, Wi-Fi, Bluetooth, GPS.
** გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე საბანკო ბარათით.
** ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ როგორც აპლიკაციით ასევე სატელეფონო საშუალებით.
** ავტომობილი, მძღოლი, მგზავრი და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სხვა ავტომობილები დაზღვეულია.
** მუსიკალური ჟანრის შერჩევა ხდება, თქვენი სურვილისამებრ.
** არცერთ ავტომობილში არ არის ჩამონტაჟებული გაზის აპარატი/ავტომობილში ისხმება პრემიუმ ხარისხის ბენზინი.

პოზიცია: მძღოლი

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი/მამრობითი
** ასაკი: 25-55 წ.
** “B” კატეგორიის მართვის მოწმობა (მინიმალური – 5 წელი)

სასურველია:

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** თბილისის ქუჩების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** კეთილსინდისიერება

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამომუშავებული თანხის 50% – მინიმუმ ფიქსირებული 600 ლარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@smarttaxi.ge და გთხოვთ, თემის ველში “Subject” მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “მძღოლი”.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #8094 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება მძღოლი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge