მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორების კატეგორიის მენეჯერი

Megamall.ge • მეგამოლი თბილისი

Jobs

დასახელება: მობილური ტელეფონების/ტელევიზორების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: megamall.ge
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

კომპანია “Megamall.ge”, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია, დაარსდა 2015 წელს. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს პროდუქციის ფართო და მაღალ ხარისხიანი არჩევანი, ყველაზე დაბალი ფასები. შევუქმნათ გადახდის მოხერხებული პირობები, პროდუქციის ადგილზე მიტანა, მომსახურების მაღალი ხარისხი, საგარანტიო და შემდგომი მომსახურება.

დღეს ჩვენთან უკვე 50-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, კომპანია კვლავ განაგრძობს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების ასორტიმენტის განსაზღვრა
** პროდუქტების ასორტიმენტის ზრდა
** პროდუქტების ფასწარმოქმნა
** კატეგორიის, პროდუქტებისა და მომწოდებლების მიხედვით გაყიდვების პერიოდული ანალიზი.
** მაღაზიის მერჩენდაიზინგი
** მომწოდებელთან ერთად აქციების დაგეგმვა
** ბაზრის ანალიზი და ბაზრის ცვლილებებზე მომენტალური რეაგირება
** ბაზრის კვლევა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხარტი აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების უნარი
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@hrhub.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ვაკანსიის ID #8059 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორების კატეგორიის მენეჯერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge