საფასადე სისტემების ინჟინერ კონსტრუქტორი - ანაზღაურებადი სტაჟირება

ელიტა ბურჯი თბილისი

Jobs

დასახელება: საფასადე სისტემების ინჟინერ კონსტრუქტორი – ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: „ელიტა ბურჯი“
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
ელ-ფოსტა: jobs@elitaburji.com

სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“, რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე და ასევე აქვს მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საფასადე სისტემების ინჟინერ კონსტრუქტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველები სამუშაო პროცესში შეეხებიან შემდეგ საკითხებს:
• შემინული ალუმინის და ვენტილირებადი ფასადების დაპროექტება;
• ფასადების კონსტრუქციების დატვირთვების ანგარიში;
• სამუშაო ადგილის შესწავლა: კლიმატური პირობების, სეისმიკის და შენობის კონსტრუქციის შესწავლა.
• პროექტირების დროს დამკვეთისა სურვილების და საწარმოს შესაძლებლობების გათვალისწინება. სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების გათვალისწინება, ტექნიკური დავალებების შესწავლა.
• საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა: დეტალების, კვანძებისა და სპეციფიკაციების დადგენა, ნახაზების განდეტალება, სამონტაჟო სქემების შედგენა და ა.შ.;
• მასალების ამოკრების უწყისის შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტი / კურსდამთავრებული
• საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office),
• სასურველია Auto CAD, AutoCAD Mechanical, AutoCAD Inventor სამუშაო დონეზე ფლობა
• სასურველია LogiKal და სხვა დამხმარე პროგრამების ფლობა

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: jobs@elitaburji.com არა უგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ სტაჟირება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ვაკანსიის ID #8050 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება საფასადე სისტემების ინჟინერ კონსტრუქტორი - ანაზღაურებადი სტაჟირება

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge