ანალიტიკოსი

გუდვილი თბილისი

Jobs

დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 17 ოქტ
ელ-ფოსტა: hrg@goodwill.ge

“გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
• ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება
• რეგულარული რეპორტების წარმოება
• ანალიტიკური რეპორტების წარმოება და მიწოდება
• სააღრიცხვო პროგრამაში საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის იმპორტი

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
• მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• მონაცემთა ბაზების დამუშავების ცოდნა;
• უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);
• სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების განსაკუთრებულად კარგად ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

 პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
 საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „ანალიტიკოსი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ვადა 17 ოქტომბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #7894 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება ანალიტიკოსი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge