მიღება პრორგამა YES-Georgia-ს ფარგლებში კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში

პროგრამა YES-Georgia თბილისი

Jobs

დასახელება: მიღება პრორგამა YES-Georgia-ს ფარგლებში კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში
მომწოდებელი: პროგრამა YES-Georgia
განაცხადის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში აცხადებს მიღებას შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
** ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:

• მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;
• როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
• “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნას;
• ბიზნეს პროექტის წერას;
• ფინანსურ დაგეგმარებას.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.

„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს.

პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.

მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები იქნებიან გადაყვანილნი, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.

მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამოდენიმე დღიან ინტენსიურ კურსს ( მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ).
მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ მისო „კრისტალის“ შეფასების კომისიასთან; საუკეთესო ბიზნეს პროექტები შესაბამისად მიიღებენ თანადაფინასებას მისო ‘‘კრისტალისგან’’.

კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 30 სტარტაპის თანადაფინანსება.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/393Kqb
შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2 02 20 20 ან გვეწვიეთ Facebook: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.

პროგრამის შესახებ: პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდი კრისტალის მიერ
სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შემოუერთდა ჯუნიორ ეჩივმენტი (JAG). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 1 630 განაცხადი შემოვიდა. 418 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 330-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 138 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 35-მა მიიღო თანადაფინანსება მისო ‘’კრისტალისგან’’.

ვაკანსიის ID #7814 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია განცხადება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება მიღება პრორგამა YES-Georgia-ს ფარგლებში კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge