ავტონაწილების შესყიდვების მენეჯერი

გასგო მოტორსი თბილისი

Jobs

დასახელება: ავტონაწილების შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა 5 აგვისტო

“გასგო მოტორსი” აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

“გასგო მოტორსი” საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს.

პროდუქციის მოძიება და შესყიდვების კონტროლი:

** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი. ასევე რეპორტის სახით კომპანიის დირექტორისთვის წარდგენა.
** მომარაგების პროცესის დაგეგმვა, დროული მიწოდების უზრუნველყოფა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი.
** შესყიდვების მიზნობრიობის კონტროლი, კომპანიის ხარჯების მინიმიზაცია და რეპორტის სახით კომპანიის დირექტორისთვის წარდგენა.
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის ღირებულების დადგენის მიზნით ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე პროცესებისა და ფასების მუდმივი მონიტორინგი, კომპანიის გაყიდვების ჯგუფთან ინტენსიური კავშირი. ფასების ინტენსიური ანალიზი, მათი რეკომენდაციების შემუშავება და რეპორტის სახით კომპანიის დირექტორისთვის წარდგენა.
** სტრატეგიული პროდუქციების განსაზღვრა, ასევე მარაგების კრიტიკული რაოდენობების განსაზღვრა და კონტროლი.
** მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტებთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, რეპორტის სახით კომპანიის დირექტორისთვის წარდგენა.
** უცხოელ მომწოდებლების მოძიება და მათთან ურთიერთობა
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით.
** უცხოური ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მომწოდებლებთან დაკავშირება და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.
** ახალი მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება.
** საბაჟო პუნქტთან და გადამზიდ კომპანიებთან ურთიერთობა
** იმპორტის განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ბუღალტერიასთან კოორდინაციით, საჭიროებისამებრ საბაჟო პუნქტზე მისვლა და დოკუმენტაციების მწყობრში მოყვანა.
** არსებულ გადამზიდ კომპანიებთან კომუნიკაცია. ასევე ახალი გადამზიდი კომპანიების ინტენსიური ძებნა უკეთესი პირობების საფუძველზე.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** კრეატიული, ანალიტიკური და პროექტების მენეჯმენტის უნარი.
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში.
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი.
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი.
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, კეთილსინდისიერება, საქმეზე ორიენტირებულობა.
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი.
** პრეზენტაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.
** სიახლისადმი და პროფესიული განვითარებისადმი მზაობა.
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა. VBA ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვის უნარი.
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე.
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
** რუსულისა და ინგლისურის ენების ცოდნა.
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მართვის მოწმობა – B კატეგორია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV vacancy@gasgomotors.ge და “Subject”-ში მიუთითეთ “ავტომობილის შესყიდვების მენეჯერი”. სასურველია თან დაურთოთ თვენი ფოტო სურათი.

ვაკანსიის ID #7687 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება ავტონაწილების შესყიდვების მენეჯერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge