ადმინისტრატორი

hotel crystal სხვა

Jobs

დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hotel crystal
გამოქვეყნდა: 2 ივლისი / ბოლო ვადა 15 ივლისი

სასტუმროების ქსელი ,,კრისტალი’’ აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვილების კომპლექსებს, სპა ცენტრს ბაკურიანში.
,,კრისტალი” გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.
სასტუმრო ,,კრისტალი’’ 4* აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ.

მდებარეობა : ბაკურიანი
ასაკი : 20 დან 35 წლამდე.
სქესი: არ არის შეზღუდული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი სრული ან არასრული განათლება
• ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
• საოფისე პროგრამების ცოდნა ( პრიორიტეტი “ EXСEL “)

ფუნქცია მოვალეობები:
• ნომრების წინასწარი დაჯავშნა, კლიენტთან სატელეფონო თუ პირადი კომუნიკაცია.
• სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, დაბინავება
• სასტუმრო შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება
• კლიენტთა მიმოსვლის ზუსტი აღრიცხვა და კოორდინირება შესაბამის სამსახურებთან
• კლიენტებთან დამატებითი მომსახურების გაწევა
• საბოლოო ანგარიშსწორება, სასტუმროდან გაწერის პროცედურა
• ანგარიშის წარმოება პასუხიმგებელ პირთან
პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა
• სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
• გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
• ორგანიზებულობა
• პასუხიმგებლობის მაღალი უნარი
• კონფლიქტების მართვის უნარი
• ცვლილებებისადმი მზაობა.

სამუშაო პირობა: Full Time.
დამატებითი სარგებელი: საცხოვრებლით, კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა (საცხოვრებლიდან ან ბორჯომიდან სასტუმრომდე).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge
ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივლისი

ვაკანსიის ID #7595 ადგილმდებარეობა სხვა კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება ადმინისტრატორი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge