სტაჟირება IT დეპარტამენტში

ლიბერთი ბანკი თბილისი

Jobs

დასახელება: სტაჟირება IT დეპარტამენტში
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა 20 აპრილი

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ სტუდენტებს იწვევს სტაჟირებაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, მაგისტრებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ ლიბერთი ბანკში გაიარონ სტაჟირება IT დეპარტამენტში, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სტაჟირების პროცესი საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიქმნან რეალური შესაძლებლობა გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები.
ჩვენ ვეძებთ ტექნიკური განათლების მქონე მოტივირებულ, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, ვისაც აინტერესებს და აქვთ მიდრეკილება მაღალი ტექნოლოგიებისადმი.
სტაჟირება მოიცავს 2 თვიან პერიოდს და გულისხმობს გამოცდილების შეძენას, რაც სამომავლოდ დაეხმარება მათ საქმიანობაში.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, დაიწყეთ თქვენი კარიერა ჩვენი სტაჟირების პროგრამით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ასევე “subject line”-ში მიუთითოთ სტაჟირება IT დეპარტამენტში და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruit@libertybank.ge 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

ვაკანსიის ID #7266 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება სტაჟირება IT დეპარტამენტში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge